კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026-11-21

ეს პოლიტიკა აღწერს, როგორ ამუშავებს SolarBuilder (შემდგომში „SolarBuilder“, „ჩვენ“) პერსონალურ მონაცემებს SolarBuilder-ის ვებგვერდისა და პლატფორმის გამოყენებისას, საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.

1. ვინ ვართ და როლები

საჯარო ვებგვერდზე (დემოს მოთხოვნა, რეგისტრაცია) მონაცემთა დამმუშავებელი ვართ ჩვენ.

პლატფორმაში კლიენტი კომპანია (თქვენი დამსაქმებელი ან დამკვეთი) წყვეტს, ვის და რა მონაცემებს შეიყვანს — ის არის დამმუშავებელი, ხოლო ჩვენ ვმოქმედებთ როგორც უფლებამოსილი პირი მისი დავალებით.

2. რა მონაცემებს ვამუშავებთ

მოთხოვნის ფორმა: კომპანიის სახელი და კოდი, სახელი, ელფოსტა, ტელეფონი, შეტყობინება.

ანგარიში: სახელი, ელფოსტა, როლი პროექტში, შესვლის დრო.

სამუშაო მონაცემები: დავალებები, ყოველდღიური ანგარიშები, ფოტოები, QA/QC შედეგები, პროტოკოლები, საწყობის მოძრაობა, ბრიგადების გადახდები და დღიური მუშების სახელები, ტელეფონები და ანაზღაურება — რასაც კლიენტი კომპანია შეიყვანს.

ტექნიკური: ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებაში ვინახავთ შესვლის სესიას, ენას და ოფლაინ რეჟიმისთვის საჭირო ასლს. სარეკლამო ან თვალთვალის cookie-ებს არ ვიყენებთ.

3. რისთვის

პლატფორმის მომსახურების გასაწევად, ანგარიშების მართვისა და უსაფრთხოებისთვის (მაგ. ცვლილებების აუდიტის ჟურნალი), თქვენს მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად და კანონით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

4. ვის გადაეცემა

მონაცემებს არ ვყიდით. ვიყენებთ მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც მონაცემებს ჩვენი დავალებით ამუშავებენ: Supabase (მონაცემთა ბაზა და ფაილები), Vercel (ვებგვერდის ჰოსტინგი), Anthropic (AI ასისტენტი — მხოლოდ მაშინ, როცა მას იყენებთ; მას ეგზავნება საწყობის შესაბამისი მონაცემები).

მათი სერვერები შეიძლება საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობდეს; ასეთ გადაცემას ვახორციელებთ დაცვის სათანადო გარანტიებით.

5. რამდენ ხანს ვინახავთ

სამუშაო მონაცემებს — სანამ კლიენტის ანგარიში აქტიურია; კომპანიის წაშლისას მისი მონაცემები და ფაილები იშლება. მოთხოვნის ფორმის მონაცემებს — მაქსიმუმ 2 წელი ან წაშლის მოთხოვნამდე.

6. უსაფრთხოება

კავშირი დაშიფრულია (HTTPS); თითოეული კომპანია მხოლოდ საკუთარ მონაცემებს ხედავს (მონაცემთა ბაზის დონეზე), წვდომა როლებით არის შეზღუდული და ცვლილებები ჟურნალში იწერება.

7. თქვენი უფლებები

გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს მონაცემებზე, მათი გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა ან ასლი, და მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. პლატფორმაში შეყვანილ მონაცემებზე ჯერ მიმართეთ თქვენს კომპანიას.

დაგვიკავშირდით: მთავარ გვერდზე არსებული ფორმით.